იყიდება ამერიკული ტიპის ვილები ნატახტარში (მშენებარე ბიზნეს პროექტი)
ფინანსური მიმოხილვა
საკონტაქტო პირი
საკონტაქტო პირი
აღწერა
ნატახტარში იყიდება ამერიკული ტიპის ვილების ბიზნეს პროექტი (მშენებლობის ეტაპზე). 15 000 კვ.მ. არასასოფლო მიწა გათვლილია 28 ვილაზე. უკვე აშენებულია 12 ვილა (მოწყობილია რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, დასრულებულია ფასადი და სახურავი). ობიექტზე მოწყობილია და ფუნქციონირებს უმაღლესი სტანდარტის აუზი (22X11).
პროექტის ფარგლებში 7000 კვ.მ.-ზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე; საბავშვო აუზი; ჩოგბურთის მოედანი; საპარკინგე ადგილი; მოსასვენებელი სივრცეები; მოპირკეთებული გზები და საფეხმავლო ბილიკები; ლაუნჯი, ბარი, რესტორანი.
მშენებარე ობიექტის (ბიზნეს პროექტის) დასასრულებლად საჭიროა 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება.
შენიშვნა: განიხილება როგორც გაყიდვა, ასევე ბიზნეს პარტნიორობა. პარტნიორობის დეტალების განხილვა შესაძლებელია უშუალო მოლაპარაკების ფორმატში.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
დეტალური ინფორმაცია:
- მდებარეობა: მცხეთა, სოფელი მისაქციელი (ნატახტარი)
- მდგომარეობა: მშენებარე (დასრულებულია 12 ვილის მშენებლობა)
- აშენებული ვილების რაოდენობა: 12 237 კვ.მ
- ასაშენებელი ვილების რაოდენობა: 12 237 კვ.მ (საძირკველი ჩასხმულია 204 კვ.მ-სთვის)
- მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი: 15 000 კვ.მ
- შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი: 9378 კვ.მ
თითოეული ვილის ფართი:
- 12 ვილა - 237კვ.მ +108 კვ.მ აშენებული ტერასა;
- 14 ვილა - 237 კვ.მ +108 კვ.მ აშენებული ტერასა;
- 2 ვილა – 204 კვ/მ.
საკადასტროს კოდები: 72.03.21.719; 72.03.21.721; 72.03.21.726; 72.03.21.717; 72.03.21.716; 72.03.21.715; 72.03.21.728; 72.03.21.724; 72.03.21.722; 72.03.21.720; 72.03.21.723; 72.03.21.725; 72.03.21.714; 72.03.21.713; 72.03.21.718; 72.03.21.727; 72.03.21.764
მესაკუთრე: ფიზიკური პირი
ჯამური ღირებულება: $ 2 600 000