ბიზნესის ყიდვა
რას გულისხმობს ბითიჯის ექსკლუზიური სერვისი ყიდვის დროს ?
თუ საქართველოში ბიზნესის (მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი, მშენებლობის ნებართვიანი ობიექტი, საწარმო და ა.შ.) ყიდვას გეგმავთ და ბითიჯის დაუკვეთავთ, გამოცდილი ბიზნესბროკერების გუნდი ექსკლუზიურად თქვენთვის მოძებნიან თქვენთვის სასურველს და ივაჭრებენ მანამ, სანამ არ იყიდით ბიზნესობიექტს.
თქვენ ექსკზლუზიურად გეყოლებათ კონკრეტული მიმართულების პირადი ბიზნესბროკერი, რომელიც თქვენთან 24/7 კომუნიკაციის ფორმატში მართავს თქვენი ინტერესების შესაბამის ბიზნესვაჭრობას.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ, სწორია? გადამოწმება შესაძლებელია?
როდესაც ბიზნესობიექტს ბითიჯი ექსკლუზიურად ან აუქციონზე ყიდის, ინფორმაცია 100%-ით სწორია და გადამოწმება, ბუნებრივია, შესაძლებელია. ასეთ დროს ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ბითიჯი.
როდესაც ბიზნესობიექტს ყიდის თავად მესაკუთრე, ასეთ დროს ინფორმაციის სისწორე უნდა გადამოწმდეს მესაკუთრესთან (საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია განაცხადზე).
ყიდვამდე ობიექტის დათვალიერება შესაძლებელია?
დიახ. ობიექტით დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია ობიექტის დათვალიერება და განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება.
ის ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ, რომელიც გამოქვეყნებული არაა, როდის და როგორ შეიძლება გადავამოწმო?
თუ ობიექტის შესყიდვის ინტერესი რეალურია, გაფორმდება ,,განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება,’’ რომლითაც თქვენ, ინფორმაციის 100% კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით, გექნებათ ნებისმიერი ინფორმაციის ნახვის, შეფასებისა და გადამოწმების შესაძლებლობა. ამ უფლების მოსაპოვებლად, თქვენ გადაიხდით ავანსს (ავანსის ოდენობა პროცესში შეთანხმდება). ბუნებრივია, თუ გადამოწმების დროს აღმოჩნდება, რომ რეალობა არ შეესაბამება განაცხადში მითითებულ ინფორმაციას, ავანსი დაუყოვნებლივ უკან გიბრუნდებათ.
სად ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება?
ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება ნოტარიუსთან ან/და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ბიზნესის გაყიდვა
ვის მიერ და როგორ განისაზღვრება გასაყიდი ობიექტის საბაზრო ღირებულება?
გასაყიდი ობიექტის საწყის სავაჭრო ღირებულებას (ფასს) ადგენს მესაკუთრე. თუ ბითიჯის გუნდის მოსაზრებით, ფასი ძალიან შეუსაბამოა, მესაკუთრესთან კონსულტაციის ფორმატში, ფასი შესაძლოა დაკორექტირდეს. საბოლოო ფასი,ბუნებრივია, დაზუსტდება ბიზნესვაჭრობის პროცესში (მესაკუთრისა და პოტენციური მყიდველის მონაწილეობით მოლაპარაკების ფორმატში).
რას ნიშნავს ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურება?
როდესაც ბითიჯის გუნდი ექსკლუზიურად ყიდის ქონებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ბითიჯის გუნდი გასაყიდად ამზადებს ობიექტს, განათავსებს ვებგვერდზე (www.bt.ge), სოციალურ ქსელებში აკეთებს საჯარო რეკლამირებას და, რაც მთავარია, ქართველი და უცხოელი ბიზნესბროკერების დიდი გუნდის ჩართულობით, უშუალო მოლაპარაკებებით ცდილობს ობიექტის გაყიდვას. ექსკლუზურიური მომსახურების ფორმატში, ბითიჯი სარგებელს იღებს მხოლოდ ბიზნესვაჭრობის წარმატებით დასრულების ანუ ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში.
რას გულისხმობს არაექსკლუზიური მომსახურება?
ასეთ დროს ბითიჯის ვებგვერდზე (www.bt.ge) მესაკუთრე თავად განათავსებს ობიექტს და ბიზნეს ვაჭრობაში ბითიჯის ბიზნესბროკერები არ ერთვებიან. ასეთ შემთხვევაში განაცხადს მიეთითება მესაკუთრის საკონტაქტო მობილური და დაინტერესებულ მყიდველებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უშალოდ ობიექტის მესაკუთრე.
რა ინფორმაციაა საჭირო განაცხადის პლატფორმაზე განსათავსებლად?
აუცილებელი ინფორმაცია ყოველი ობიექტისთვის: ობიექტის საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, მესაკუთრის საკონტაქტო ინფორმაცია (მობ.; ელ.ფოსტა), გასაყიდი ობიექტის აღწერა 1-2 წინადადებით. სხვა ინფორმაცია დაზუსტდება ბითიჯის წარმომადგენელთან კონსულტაციის ფორმატში.
რა ღირს ბითიჯის მომსახურება და როდის ვიხდი საფასურს?
თუ ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისით სარგებლობთ, სტანდარტულად, ობიექტის გაყიდვის შემდეგ, იხდით ნასყიდობის საფასურის 5%-ს (შესაძლებელია, იყოს განსახვავებული საფასური, რაც ბიზნესვაჭრობის სირთულესა და ობიექტის ღირებულებაზეა დამოკიდებული).
თუ ბითიჯის არაექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობთ, გასაყიდი ობიექტის ვებგვერდზე განთავსებისათვის იხდით თვეში 79 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით).
ბიზნეს აუქციონი
ბითიჯის აუქციონზე ჩამორთმეული ქონება იყიდება?
არა! ბითიჯის აუქციონი ჩამორჩმეულ ქონებებს არ ეხება. ეს ჩვენთან აკრძალულია. ბითიჯის ვებგვერდზე აუქციონით ქონება იყიდება მხოლოდ ბიზნესის მესაკუთრით სურვილით, როდესაც ბიზნესის მესაკუთრეს სურს, რომ ობიექტი სწრაფად გაყიდოს.
ბითიჯის აუქციონის სერვისით სარგებლობენ ასევე ის ბიზნესპარტნიორები, რომლებიც ერთობლივად ფლობენ ბიზნესობიექტს, გეგმავენ გაყდვას, მაგრამ ვერ თანხმდებიან გასაყიდ ფასზე (ერთი ძვირს აფასებს, მეორეს იაფად სურს გაყიდვა). ასეთ დროს ბიზნესობიექტი თავდაპირველად იყიდება მაღალი ფასით, ხოლო გარკვეულ ეტაპებზე 25%-იანი ან 50%-იანი ფასდაკლებით.
აუქციონი საქართველოს მასშტაბით ტარდება?
აუქციონი ტარდება საერთაშორისო მასშტაბით 3 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული). აუქციონზე ბიზნესვაჭრობის პროცესში მონაწილეობენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები პირები, ვინც საქართველოში ბიზნესის ყიდვით არიან დაინტერესებული.
აუქციონზე ,,ბეს“ გადახდა სავალდებულოა? თუ ვერ მოვიგე აუქციონი, ,,ბე’’ მიბრუნდება?
დიახ! აუქციონის ფორმატით ბიზნეს ვაჭრობის პროცესში ბეს გადახდა სავალდებულოა. ბეს ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია აუქციონის განაცხადში. თუ ვაჭრობაში მონაწილეობას მიიღებთ და ობიექტს იყიდით, ბე ჩაითვლება ნასყიდობის საფასურში. თუ ვაჭრობის შედეგად ობიექტს ვერ იყიდით, გადახდილი ,,ბე’’ სრულად დაგიბრუნდებათ უკან.
თუ ჩემს ბიზნესს (მიწა, შენობა, კომპანია და ა.შ) მევალე მართმევს, მაგრამ გაყიდვის ვადა მაქვს, ჩემი ინიციატივით შემიძლია ასეთი ქონების ბითიჯის აუქციონზე გაყიდვა?
დიახ! თუ თქვენს ბიზნესს აქვს გარკვეული პრობლემები და ქონება იძულებით რეალიზაციას ექვემდებარება, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ და ქონების იძულების წესით რეალიზაციამდე, თქვენი ინიციატივითვე, ბითიჯის აუქციონზე ვცადოთ ქონების გაყიდვა (შესაბისად, მევალეს გადაუხდით თავის კუთვნილ თანხას და სხვაობა თქვენ დაგრჩებათ).
რით განსხვავდება ბითიჯის აუქციონი სხვა აუქციონებისგან?
საქართველოში გავრცელებული საკმაოდ ცუდი პრაქტიკით, ძირითადად აუქციონზე მხოლოდ ჩამორთმეული და პრობლემური ქონება იყიდება. ამის გამო პატიოსანი და კეთილსინდისიერი მყიდველები გაურბიან აუქციონებს.
ჩვენთან არცერთი ჩამორთმეული ქონება არ გაიყიდება. ჩვენთან ქონებას მხოლოდ მესაკუთრე ყიდის თავისი სურვილით. შესაბამისად, ჩვენი აუქციონის მონაწილეები ჯანსაღი ბიზნესვაჭრობის პროცესში ერთვებიან და საქართველოში ეტაპობრივად დამკვირდება სწორი პრაქტიკა, რომ როდესაც მესაკუთრე ყიდის ქონებას, ასეთ დროს აუქციონი ჯანსაღი და სწორი ფორმაა (მესაკუთრე სწრაფად და სწორ ფასად ყიდის ქონებას).
პარტნიორის მოძიება
რას გულისხმობს ბიზნესში პარტნიორის მოძიება?
როდესაც გეგმავთ მოქმედი ბიზნესის გაძლიერებას, ახალი პროდუქტების დამატებას, ბაზრის გაფართოებას და გჭირდებათ გამოცდილი კომპანიის მხარდაჭერა, ეს შეიძლება მოხერხდეს თქვენს ბიზნესში გარკვეული წილის (%) სხვისთვის დათმობით ანუ ბიზნესში პარტნიორის შემოყვანით.
ბითიჯი მოძებნის ჩემთვის ბიზნეს პარტნიორს თუ უბრალოდ ინფორმაციას გაავრცელებს?
თუ თქვენ ბითიჯის ექსკლუზიურად დაუკვეთავთ სასურველი პარტნიორის მოძიებას, ასეთ დროს ჩვენი ბიზნესბროკერები იმუშავებენ თქვენთვის პარტნიორის მოძიებისა და თქვენთან დაკავშირების მიზნით.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავად შეგიძლიათ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკება, ასეთ შემთხვევაში ბითიჯის ვებგვერდზე (www.bt.ge) განათავსებთ განაცხადს, მიუთითებთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას და უშუალოდ აწარმოებთ მოლაპარაკებას თქვენთან პარტნიორობით დაინტერესებულ ბიზნესებთან.
სტარტაპებისთვის პარტნიორის მოძიება შესაძლებელია?
ზოგადად, პარტნიორის მოძიება უფრო ადვილია მოქმედი ბიზნესის შემთხვევაში. თუ თქვენი ბიზნესიდეა ძალიან ძლიერია ან უკვე გაქვთ გარკვეული აქტივი (მაგ.: მიწა, შენობა, პატენტი), ფიქრობთ, რომ ბიზნესის დაწყებას მარტო ვერ შეძლებთ და გჭირდებათ ძლიერი პარტნიორი, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პარტნიორის მოძიება.
რა ღირს ბითიჯის მომსახურება და როდის ვიხდი საფასურს?
თუ პარტნიორის მოძიების მიზნით ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისით სარგებლობთ, პარტნიორის მოძიების შემთხვევაში იხდით ფიქსირებულ საფასურს (საფასურის ოდენობაზე თანამშრომლობის დაწყების ეტაპზე ბითიჯის გუნდთან ერთად შეთანხმდებით).
თუ თავად გეგმავთ მოლაპარაკებების წარმოებას და დაინტერესებულ მხარეებთან უშუალო კომუნიკაციას ყველა ეტაპზე ანუ ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურებით არ სარგებლობთ, ასეთ დროს ვებგვერდზე განაცხადის განთავსებისათვის იხდით თვეში 79 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით).
ბითიჯი მხოლოდ საქართველოში მოძებნის ჩემთვის ბიზნესპარტნიორს?
როცა ბითიჯის გუნდი ექსკლუზიურად მართავს პროცესს (თქვენთვის ეძებს პარტნიორს), ის საჯაროდ აქვეყნებს განაცხადს და საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედი ბიზნესბროკერების გუნდის ჩართულობით, თქვენთვის ბიზნესპარტნიორს ეძებს როგორც როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ.
ბიზნესში ინვესტირება
თქვენ (ბითიჯი) მოქმედ ბიზნესში ინვესტორს მომიყვანთ?
დიახ, ბითიჯის ბიზნესბროკერების გუნდი იმუშავებს იმისთვის, რომ თქვენს მოქმედ ბიზნესში ინვესტირებით დააინტერესოს კომპანია ან ფიზიკური პირი, ვისაც სურს ბიზნესში ინვესტირება. ასეთ დროს თქვენ აუცილებლად ძალიან კარგად უნდა მართავდეთ ბიზნესპროცესებს, ბიზნესი უნდა იყოს მოქმედი, პერსპექტიული და დაფინანსება საჭირო უნდა იყოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, წარმადობის გასაზრდელად, პროექტის მეტ მომგებიან ბიზნესმოდელად გარდასაქმნელად. მაგალითად: საწარმოში გსურთ ახალი დანადგარების დამატება ან გაქვთ მიწის ნაკვეთი მშენებლობის ნებართვით, ბანკი გაფინანსებთ 70%-ით და გსურთ 30%-ის შევსება ინვესტორის მიერ.
ბითიჯი მოძებნის ჩემთვის ინვესტორს თუ უბრალოდ ინფორმაციას გაავრცელებს?
თუ ბითიჯის ექსკლუზიურად დაუკვეთავთ ინვესტორის მოძიებას, ასეთ დროს ჩვენი ბიზნესბროკერები იმუშავებენ თქვენთვის ინვესტორის მოძიებისა და თქვენს ბიზნესში ინვესტირების მიზნით.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავად შეგიძლიათ პოტენციურ ინვესტორთან სწორი მოლაპარაკება, ასეთ შემთხვევაში ბითიჯის ვებგვერდზე (www.bt.ge) განათავსებთ განაცხადს, მიუთითებთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას და უშუალოდ აწარმოებთ მოლაპარაკებას თქვენი ბიზნესით დაინტერესებულ ინვესტორებთან.
სტარტაპებისთვის პარტნიორის მოძიება შესაძლებელია?
თუ ბიზნესიდეა ძალიან ძლიერია, უკვე გაქვთ აქტივი (მაგ.: მიწა, შენობა, პატენტი), გარკვეული ფულადი რესურსი ან დაფინანსების სხვა წყარო (ბანკის სესხი, გრანტი) და გჭირდებათ ბიუჯეტის შევსება, ასეთ დროს ინვესტორის დაინტერესება და დაფინანსების მოძიება შესაძლებელია.
რა ღირს ბითიჯის მომსახურება და როდის ვიხდი საფასურს?
თუ ინვესტიციის მოძიების მიზნით ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურების სერვისით სარგებლობთ, ინვესტიციის შემდეგ, იხდით საინვესტიციო ხელშეკრულების ბიუჯეტის 2%-ს (შესაძლებელია იყოს განსახვავებული პროცენტულობა, რაც საინვესტიციო მოლაპარაკების სირთულესა და ინვესტიციის მოცულობაზეა დამოკიდებული).
თუ თავად გეგმავთ მოლაპარაკებების წარმოებას და დაინტერესებულ ინვესტორებთან უშუალო კომუნიკაციას ყველა ეტაპზე ანუ ბითიჯის ექსკლუზიური მომსახურებით არ სარგებლობთ, ასეთ დროს ვებგვერდზე განაცხადის განთავსებისათვის იხდით თვეში 79 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით).
მაქვს თავისუფალი ფულადი თანხა და მსურს ბიზნესში ინვესტირება. თქვენ რას მთავაზობთ?
ბითიჯის ბიზნესანალიტიკოსების, ფინანსური მენეჯერების, იურისტებისა და ბიზნესბროკერების გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ინტერესის შესაფერისი ბიზნესპროექტის მოძიებასა და ინვესტიციის სწორად განხორციელებაში. ბითიჯის გუნდის დახმარებით ინვესტირება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ საინვესტიციო ბიუჯეტი აღემატება 100 000 აშშ დოლარს.
ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია ინვესტირება საქართველოში მოქმედი ნებისმიერი მიმართულების ბიზნესში. პრიორიტეტული მიმართულებები: წარმოება, მშენებლობა, ჰესი, სასტუმრო, გადაზიდვები, ჯანდაცვა, შემნახველი/სასაწყობე მეურნეობები, ელექტრონული კომერცია.