პროდუქტები
ბიზნესის ყიდვა
ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორანის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის ყიდვა.
ბიზნესის/ობიექტის ყიდვა შესაძლებელია 3 მეთოდით:
ა) დაათვალიერეთ ჩვენს პლატფორმაზე არსებული ბიზნესები/ობიექტები და არსებული განაცხადებიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი;
ბ) გაეცანით ბითიჯის ონლაინპლატფორმაზე განთავსებულ აუქციონებს, რომლებიც ბიზნესის მესაკუთრების სურვილით (ინიციატივით) გაიმართება, მონაწილეობა მიიღეთ აუქციონში და შეიძინეთ სასურველი ბიზნესი/ობიექტი;
გ) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილ გუნდს დაუკვეთეთ თქვენი ინტერესის შესაფერისი ბიზნესის/ობიექტის მოძიება, ექსკლუზიურად თქვენთვის მორგებული პირობებით და ისარგებლეთ ბიზნეს ბროკერის ინდივიდუალური მომსახურებით.
ბიზნესის ყიდვის სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.
ბიზნესის გაყიდვა
ბითიჯის დახმარებით შესაძლებელია კომერციული ფართის, საწარმოს, რესტორანის, მშენებარე ობიექტის, მიწის ნაკვეთის, კომპანიის წილის, პატენტის, ზოგადად ნებისმიერი მიმართულების და სახის ბიზნესის გაყიდვა.
ბიზნესის/ობიექტის გაყიდვა შესაძლებელია 2 მეთოდით:
ა) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილი გუნდი ექსკლუზიური პირობებით მართვაში აიღებენ და გაყიდიან თქვენს საკუთრებაში არსებულ ბიზნესს/ობიექტს;
ბ) თქვენ შეგიძლიათ თავად განათავსოთ ჩვენს პლატფორმაზე განაცხადი, თქვენვე აწარმოოთ მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან და გაყიდოთ ბიზნესი/ობიექტი.
ბითიჯის ონლაინპლატფოტფორმაზე ბიზნესის გაყიდვა დამფუძნებლის, მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აუქციონის ფორმით (აუქციონი არის ბიზნესის უფრო ძვირად ან/და სწრაფად გაყიდვის შესაძლებლობა).
ბიზნესის გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, გაიარეთ რეგისტრაცია.
ბიზნესის იჯარა
ბითიჯის პლატფორმის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულების ბიზნესის ან/და კომერციული ობიექტის იჯარით გაცემა ან დაქირავება: სასტუმრო, რესტორანი, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთი, საწარმო და ა.შ.
ბიზნესის/ობიექტის იჯარით აღების ან გაქირავების სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია რეგისტრაცია, ბიზნესის/ობიექტის შესახებ ფოტოების, პირობების და საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება.
ბიზნესის ყიდვის სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.
პარტნიორის მოძიება
მოქმედი ბიზნესის დამფუძნებელს, ვისაც ბიზნესის გაფართოების, დამატებითი კავშირების დამყარების და გაძლიერების მიზნით, ახალი ბიზნეს პარტნიორის მოძიება სურს, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გუნდი დაეხმარება სასურველი და შესაფერისი პარტნიორის მოძიებაში.
მოქმედ ბიზნესში ახალი პარტნიორის მოძიებით დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, რომელსაც დაუკავშირდება ბითიჯის ბიზნეს ბროკერი და შეთანხმებული პირობებით დაიგეგმება ბიზნეს პარტნიორის მოძიების პროცესი.
ბიზნესში პარტნიორის მოძიება შესაძლებელია 2 მეთოდით:
ა) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილი გუნდი ექსკლუზიური პირობებით მართვაში აიღებენ ბიზნესში ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს, აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ორგანიზებას გაუწევენ ბიზნესში ახალი, სწორი პარტნიორის შესვლას (ჩართვას);
ბ) ბიზნესი მესაკუთრეს შეუძლია თავად განათავსოს ბითიჯის პლატფორმაზე განაცხადი, დაინტერესებულ მხარეებთან აწარმოოს მოლაპარაკებები და მოიძიოს პარტნიორი.
ბიზნესის გაყიდვის მოძიების სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.
ბიზნესში ინვესტირება
ბიზნესში ინვესტირება გულისხმობს ორ შესაძლებლობას:
1. მოქმედი ბიზნესის გაფართოების, გაძლიერების, ვალდებულებების დაფარვისთვის ინვესტორის მოძიება. ბიზნესში ინვესტორი შეიძლება იყოს: ფიზიკური პირი ან კომპანია;
2. ფინანსური კაპიტალის მქონე ფიზიკური პირი ან კომპანია, ვისაც სურს თანხის ინვესტირება, ბითიჯის ბიზნეს ბროკერების დახმარებით შეარჩევს სასურველ ბიზნესს (კომპანიას) და განახორციელებს ინვესტიციას.
ინვესტორის მოძიება ან/და ბიზნესში ინვესტირება შესაძლებელია 2 მეთოდით:
ა) ბითიჯის ბიზნეს ბროკერების გამოცდილი გუნდი ექსკლუზიური პირობებით მართვაში აიღებენ ბიზნესის დამფუძნებლის/მმართველის ან ინვესტორის განაცხადს, აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ორგანიზებას გაუწევენ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად შედეგის მიღწევას;
ბ) ბიზნესის მესაკუთრეს/ხელმძღვანელს, ან ინვესტორს შეუძლია თავად განათავსოს განაცხადი ბითიჯის პლატფორმაზე და დაინტერესებულ მხარეებთან უშუალოდ აწარმოოს მოლაპარაკებები.
ბიზნესში ინვესტირების (ინვესტორის მოძიება ან/და ბიზნესში ინვესტირება) სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია.